ზიდანი: „აზარი ფანტასტიკური ფეხბურთელია“
Aa
Aa

ზიდანი: „აზარი ფანტასტიკური ფეხბურთელია“

„მადრიდის რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ჩელსის“ სუპერვარსკლავი, ედენ აზარი, კიდევ ერთხელ შეაქო.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი შემტევის ლონდონური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები არ დაუწყია და გამორიცხული არაა „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება გადაწყვიტოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არისტოკრატებს“ შესაძლოა ტრანსფერების განხორციელება ერთი წლით აუკრძალონ, რაც „ლურჯებს“ სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

„ზიზუმ“ აზარის შესახებ „ეიბართან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და მოკლედ განაცხადა: „აზარი იმ დონის მოთამაშეა, რომელსაც მუდამ ვაფასებდი. ედენი იმ პერიოდიდან მახსოვს, როცა საფრანგეთში თამაშობდა. მაშინ მასში დიდ პოტენციალს ვხედავდი“.

„აზარი ფანტასტიკური ფეხბურთელია“.

ბელგიელი შემტევი მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ უდავო ლიდერია. პრემიერ ლიგის ეგიდით მას 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდის გულშემატკივრების დამწუხრება 14-ჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ედენმა წარსულში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მისი ოცნება „სამეფო კლუბის“ მაისურის მორგებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები