მალინაჟი: 'მაკგრეგორი ხელმოცარული და საცოდავი ადამიანია
Aa
Aa

მალინაჟი: 'მაკგრეგორი ხელმოცარული და საცოდავი ადამიანია"

პოლი მალინაჟისა და კონორ მაკგრეგორს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მოკრივე კონორისა და ფლოიდის გასამართი ორთაბრძოლის წინ ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორი იყო, თუმცა მაკგრეგორთან უთანხმოება მოუვიდა.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც მაკგრეგორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კონორმა მალინაჟი ნოკდაუნში ჩააგდო. პოლიმ ყველაფერი უარყო, თუმცა შემდეგ ინტერნეტსივრცეში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ყველაფერი იდეალურად იყო ასახული.

რამდენიმე დღის წინ ირლანდიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე სპარინგის ამსახველი ფოტოები გამოექვეყნა და ამერიკელი მოკრივის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მალინაჟიმ კონორის მისამართით კრიტიკა არც ამჯერად დაიშურა და განაცხადა: „მაკგრეგორი ხელმოცარული და საცოდავი ადამიანია. კონორი მე ვერაფერს დამაკლებს, რადგან ის ჩემს გამოწვევას ვერასდროს გაბედავს“.

„მის თვალებში შიში ჩანს. კონორს წაგების და ზუსტად ისეთი დამცირების, როგორიც ბოლო ორთაბრძოლაში განიცადა, ძალიან ეშინია. ხაბიბმა მაკგრეგორი მიწასთან გაასწორა და აიძულა დანებებულიყო. შემდეგ კი შეაფურთხა. კონორს მაშინ არაფერი გაუკეთებია, თუმცა ახლა, როცა თავს უსაფრთხოდ გრძნობს, „ტვიტერზე“ ჩვენი სპარინგის ფოტოებს აქვეყნებს და ხაბიბის შესახებ ათას სისაძაგლეს წერს“.

„2016 წლის შემდეგ ჩემს მსგავსად მაკგრეგორს გამარჯვება არ მოუპოვებია. განსხვავება ისაა, რომ მე კარიერა დასრულებული მაქვს“, - განაცხადა მალინაჟიმ.

ცხელი ამბები