„მანჩესტერმა“ მიმდინარე სეზონში ეს პირველად გააკეთა!
Aa
Aa

„მანჩესტერმა“ მიმდინარე სეზონში ეს პირველად გააკეთა!

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „უოტფორდის“ გუშინდელი დაპირისპირება, „მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა შეაფასა. როგორც მოგეხსენბათ, „წითელმა ეშმაკებმა“ მეტოქე ხუან მატას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს და ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვეს, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა.

„მატას გოლი უზომოდ გამიხარდა. ის ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო ამ შეხვედრაში და შესაძლოა კაპიტნის სამკლაური ცოტათი დაეხმარა კიდეც. ამ შეხვედრის შემდეგ ახალი იმპულსები მივიღეთ. კარგია, როდესაც ასეთ ძლიერ გუნდს ამარცხებ, პარალელურად კი კონკურენტები ქულებს კარგავენ. „პრემიერლიგის“ გუშინდელი შედეგები ფანტასტიკაა, მაგრამ ეს ინგლისია. სანდერლენდში მარცხის შემდეგ ძალიან ბევრი კრიტიკა მივიღეთ. თუმცა, აქ გუნდებს შორის სხვაობა არ არის ძალიან დიდი და ნებისმიერს შეუძლია გრანდების დამარცხება. ზედიზედ ოთხი მატჩი მოვიგეთ, თუმცა გამოწვევები კვლავაც ძალიან ბევრია“ – განაცხადა ლუი ვან გაალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები