Aa
Aa

"მანჩესტერმა" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ქომაგთან დაპირისპირების გამო გაათავისუფლა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთ-ერთ გულშემატკივართან დაპირისპირების გამო გაათავისუფლა.

კომპანია Controlled Solutions Group-მა, რომელიც „წითელი ეშმაკების“ უსაფრთხოებაზე 2012 წლიდან ზრუნავს, რიაზ პატელი, გამოძიების დასრულებისთანავე გაუშვა.

გავრცელებული ინფორმაციით პატელის მოვალეობებში ოლე გუნარ სულშერის და მისი ფეხბურთელების დაცვა შედიოდა. Daily Mail-ის ცნობით იგი „მანჩესტერის“ გულშემატკივარს „ოცნებათა თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდა.

რიაზი ქურდობის ბრალდებით გახლდათ ნასამართლები. მას გისოსებს მიღმა დრო არ გაუტარებია და სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეეფარდა. „იუნაიტედმა“ მისი წარსულის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ სარეაბილიტაციო პერიოდმა მასზე დადებითი ზეგავლენა იქონია.

43 წლის პატელი გულშემატკივარს ორშაბათს დაუპირისპირდა. „იუნაიტედის“ ქომაგმა მობილური ტელეფონის საშუალებით ყველაფერი დააფიქსირა და მოგვიანებით ვიდეომასალა ბრიტანულ მედიას გადასცა. როგორც ირკვევა რიაზმა „წითელი ეშმაკების“ ფანატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები