იტალიელმა ფეხბურთელი კარიერა,როგორც ლეგენდამ ისე დაასრულა
Aa
Aa

იტალიელმა ფეხბურთელი კარიერა,როგორც ლეგენდამ ისე დაასრულა

ფეხბურთის ისტორიაში კარიერის ყველაზე მაგარი დასრულება. რომელი ფეხბურთელი გაგახსენდათ? ზიდანი , რომელმაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მატერაცის თავი ჩაარტყა ? თუ კუიტი , რომელმაც თავის ბოლო შეხვედრაში ჰეთ ტრიკი შეასრულა? ორივე ფაქტი არაფერია იმასთნ შედარებით რაც იგნაციო ბარბაგალომ გააკეთა. პირველად გაიგეთ ეს ფეხბურთელი ? ჩვენც !

იგნაციო ჰატანიის მესამე ლიგის გუნდში „სიტა დი ვიაგრანდეში“ ასპარეზობდა. სიცილიის ყველაზე დაბალ ლიგაში. ბოლო შეხვედრაში გუნდი თანაქალაქელ „ნებროდის“ ხვდებოდა. ბარბაგალო მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა.მერე კი მოფრინდა ვერტფრენი და სტადიონის ცენტრში დაჯდა.

ვერტმფრენიდან ნიღბიანები გადმოხტდნენ და ფეხბურთელი „მოიტაცეს“. მათ ვეტერანს ხელები გადაუგრიხეს, ვერტმფრენში აიყვანეს და გაფრინდნენ. მოგვიანებით სტადიონზე მყოფ შეშინებულ ხალხს ამცნობეს, რომ ბარბაგალომ ასე ორიგინალურად გადაწყვიტა კარიერის დასრულბა.

 

სიცილიური ხუმრობა ფეხბურთელს არ აპატიეს და მას ჯარიმის სახით 200 ევრო გადაახდევინეს. ასევე იგნაციო ბარბაგალოს ხელისუფლებისგან სხვა სანქციებიც ემუქრება, რადგან მას არ ჰქონდა ნებართვა, რომ ვერტმფრენი ხალხში დაესვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები