„მილანში“ გალიანის ნაცვლად შესაძლოა პაოლო მალდინი მოვიდეს
Aa
Aa

„მილანში“ გალიანის ნაცვლად შესაძლოა პაოლო მალდინი მოვიდეს

უკანასკნელი ინფომაციის თანახმად, ტაილანდელმა ბიზნესმენმა, ბი ტიჩაბოლიმ სილვიო ბერლუსკონისთან, „მილანის“ აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ბიზნესმენი კლუბის აქციების 65 პროცენტს უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაიფორმებს. შეთანხმების მიხედვით ტიჩაბოლი 20 პროცენტს თავიდანვე შეიძენს, რომელიც მას 195 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო აქციების დარჩენილ ნაწილს გარკვეული დროის შემდეგ გამოისყიდის.

როგორც იტალიური პრესა იუწყება, აქციების 65 პროცენტის გაფორმების შემდეგ, ბიზნესმენი კლუბში საკმაოდ დიდი ცვლილებების განხორციელებას აპირებს. ბი ტიჩაბოლის, მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიის ნაკრების თავკაცის, ანტონიო კონტეს მოწვევა სურს. მისი აზრით „იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი „სერია ა“-ში გუნდს წამყვანი პოზიციების დაბრუნებაში ყველაზე კარგად დაეხმარება.

მთავარი ინფორმაცია, რომელიც საყოველთაო მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, ეს გუნდის გენერალური დირექტორის, ადრიანო გალიანის განთავისუფლებას ეხება. ტაილანდელ ბიზნესმენს გალიანის მაგივრად გუნდში „მილანის“ ცოცხალი ლეგენდის, პაოლო მალდინის მოყვანა სურს. ამას კი გულშემატკივართა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ზოგი მიიჩნევს, რომ გალიანი საკუთარი საქმის პროფესიონალია და მისი გაშვება გუნდს სიკეთეს ნამდვილად არ მოუტანს. ნაწილი კი თვლის, რომ მისტერ ადრიანომ საკუთარი პოტენციალი ამოწურა და კლუბის მმართველ სისტემაში ახალი სისხლია საჭირო. ყველაფრის მიუხედავად კლუბში პაოლო მალდინის დაბრუნება ნებისმიერი „მილანის“ გულშემატკივრისთვის ახდენილი ოცნება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები