+2 -
Aa
Aa

+2 - "ბარსას" დემბელე და სილესენი დაუბრუნდა - ვარჯიში სრული დატვირთვით

„ბარსელონასთვის“ სეზონის გადამწყვეტი ნაწილი იწყება. კატალონიელები წელს ტრიპლეტის მოგებას გეგმავენ, საამისოდ კი ერნესტო ვალვერდეს სრული საბრძოლო შემადგენლობა დასჭირდება.

დღეს კლუბის ქომაგებისთვის სასიხარულო სიახლე გავრცელდა. უსმან დემბელემ და იესპერ სილესენმა ვარჯიში განაახლეს.

ფრანგი და ჰოლანდიელი გუნდთან ერთად იმყოფებოდნენ და სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

შაბათს „ბარსა“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს, სადაც შესაძლოა ლა ლიგის ბედი გადაწყდეს. ოთხშაბათს კი „ბლაუგრანა“ „ოლდ ტრაფორდს“ ესტუმრება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრას გამართავს.

ჯერჯერობით დემბელესა და სილესენს მედშტაბისგან თამაშის ნებართვა არ მიუღიათ. უახლოეს ორ დღეში მათ ექიმები საბოლოო შემოწმებას ჩაუტარებენ და თამაშის ნებართვას ამის შემდეგ დართავენ.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ვალვერდე არ გარისკავს და დემბელეს „ატლეტიკოსთან“ არ ათამაშებს, რათა ის „მანჩესტერთან“ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები