ახალი სტადიონის გახსნის შემდეგ, შემოსავლების მხრივ
Aa
Aa

ახალი სტადიონის გახსნის შემდეგ, შემოსავლების მხრივ "ტოტენჰემმა" მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

680 დღიანი პაუზის შემდეგ ლონდონის „ტოტენჰემმა“ როგორც იქნა საკუთარ მოედანზე ითამაშა!

გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ შემოსავლების სახით 112,9 მილიონი ფუნტი მიიღო და „ლივერპულის“ მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო.

ოთხშაბათ საღამოს, „ტოტენჰემმა“ თავის ახალ 1 მილიარდიან სტადიონზე პირველი საშინაო შეხვედრა ჩაატარა და „კრისტალ პალასი“ 2:0 დაამარცხა. „დეზებმა“ ხსენებულ საღამოსვე მორიგი რეკორდი დაამყარეს და შემოსავლის სახით 380.7 მილიონი ფუნტი გამოიმუშავეს.

ამჟამად „ტოტენჰემი“ საკუთარ მოთამაშეებს ხელფასის სახით წელიწადში 147 მილიონ ფუნტს უხდის. თავის ფეხბურთელებს „დეზებზე“ ორჯერ მეტს უხდის „მანჩესტერ იუნაიტედი“, ხოლო „არსენალი“ „ტოტენჰემზე“ 100 მილიონით მეტს ხარჯავს.

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, „ლივერპულმა“ 106 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა და დროებით ახალი რეკორდი დაამყარა.

„ტოტენჰემის“ პრეზიდენტი დენიელ ლევი პრემიერლიგის გუნდებში მომუშავე პირებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდა. სტადიონის აშენებიდან დარიცხული ბონუსის ჩათვლით მან 6 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.

„სფურსის“ სატელევიზიო შემოსავალი მიმდინარე სეზონში 149.8 მილიონი ფუნტი იყო, თუმცა როდესაც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა, შემოსავალმა ცოტათი დაიკლო და ახლა 147.6 მილიონი გახლავთ.

კლუბმა აშკარად სწორი გათვლა გააკეთა, რომელიც სამომავლოდ დიდ გეგმებს უკავშირდება და მათი შემოსავლებიდან ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს.

მას შემდეგ, რაც „დეზებმა“ სატრანსფერო ბაზარზე არავინ დაიმატეს, გუნდი პრესამ მკაცრად გააკრიტიკა და მათი საამსეზონო შანსები სკეპტიკურად შეაფასა.

საბოლოოდ ვხედავთ, რომ პოჩეტინოს გუნდი პრემიერლიგის ოთხეულშია და ჩემპიონთა ლიგაზე 8 საუკეთესოს შორის იმყოფება.

რომ არა ტრავმები, ვინ იცის იქნებ პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ნაადრევად არც დაესრულებინათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი სტადიონის მშენებლობა ყველა გუნდის თამაშს ასვამს დაღს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ტოტენჰემმა“ ამ პრობლემას თავი ყველაზე კარგად გაართვა.

აქვე გეტყვით, რომ „დეზების“ ახალი სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაოები ჯამურად მილიარდ ევროზე მეტი დაჯდა. არენის ტევადობა 62 062 კაცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები