Aa
Aa

"ინტერის" ქომაგები იკარდის: „ნაგვის გროვავ, აქედან გაეთრიე“!

2 თვიანი პაუზის შემდეგ მაურო იკარდი „ინტერს“ დაუბრუნდა და „ჯენოასთან“ შეხვედრაში გოლის გატანაც შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ საღამომ მილანელთათვის წარმატებულად ჩაიარა, იკარდიზე იგივეს ვერ ვიტყვით.

„ინტერის“ ქომაგებმა ტრიბუნებიდან არგენტინელ ფორვარდს ობსტრუქცია მოუწყვეს: „ნაგვის გროვავ, აქედან გაეთრიე“!

ქომაგებმა იკარდის მიერ გატანილი პენალტი არ აღნიშნეს, რაც უკვე ყველაფერზე მეტყველებს.

მაურო იკარდის გუნდში პოზიციები აშკარად შეერყა და ამაში დიდი წვლილი მის მეუღლეს მიუძღვის, რომელსაც მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

ქომაგებმა თავიანთ კაპიტანზე გული საბოლოოდ აიცრუეს და ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მაურო ზაფხულში „ინტერს“ დატოვებს.

მისი შეძენის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მადრიდის „რეალი“ სახელდება. გაიჟღერა „ჩელსის“ ვარიანტმაც.

არგენტინელი ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც ევროპის მასშტაბით საკმაოდ ბევრ კლუბს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სერია ა-ს 30-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 56 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და უახლოეს მდევარ თანაქალაქელ „მილანს“ 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები