Aa
Aa

"Crystalbet ეროვნული ლიგის" მე-6 ტურის ვიდეო მიმოხილვა

“Crystalebet ეროვნული ლიგის” მე–6 ტურის ცენტრალურ მატჩში სამტრედიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო"და თბილისის "დინამო"დაუპირისპირდნენ. მიუხედავად არა ერთი მომენტისა დაძაბული შეხვედრა უგოლოდ 0:0 დასრულდა. შეგახსენებთ , რომ ქუთაისის სტადიონზე ბალახის შეცვლა მიმდინარეობს და ფედერაციის თქმით სტადიონი ევროტურნირებისთვის მზად იქნება. 6 ტურის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოსაც" და "დინამოსაც" 10 ქულა აქვთ.

“Crystalebet ეროვნული ლიგის” მე–6 ტური მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე „ლოკომიტივისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე გავიდა, კიკნაველიძის ჩაწოდების შემდეგ ვანო კურდღელაშვილის თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია, შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა და კახა კაკაშვილმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ ''ვიტ ჯორჯიამ'' 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და პირველი ტურის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 'ვიტ ჯორჯია'' 8 ქულით მე-5 პოზიციაზეა. რაც შეეხება ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს, ''ლოკომოტივი'' 6 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

ბათუმის ''დინამოსა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. ანგისას ბაზაზე ძლიერი წვიმის გამო მინდორი ცუდ მდგომარეობაში იყო და ფეხბურთელებს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ ბათუმის ''დინამომ'' 1 ქულა მოიპოვა და 10 ქულით მეორე ადგილზეა. ''ჩიხურა'' 7 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

რუსთავში ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე ადგილობრივმა კლუბმა ბოლნისის სიონს უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის მე-6 წუთზე სტუმრები ჯაბა უგულავაამ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. თემურ ჩოგაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩტარებული 6 ტურის შემდეგ „რუსთვი“ 3 ქულით ბოლო ადგილზეა , ხოლო „სიონი“ 8 ქულით მეექსვე პოზიციაზეა.

“Crystalebet ეროვნული ლიგის” მე–6 ტურის ბოლო შეხვედრა მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ გორის „დილას“ დაუპირისპირდა. სანახაოებრივი მატჩი თბილისელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. „საბურთალოს“ რიგებში გოლები ლაშა შინდაგორიძემ და ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანეს. შინადაგორიძემ მორიგი გოლი მე-7 წუთზე გაიფორმა , ხოლო ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა თავი 65-ე წუთზე გამოიჩინა. გორელთა რიგებში გოლის გატანა ნუგზარ სპანდერაშვილმა შესძლო.  გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მეხუთე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში 15 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. გორელები კი 5 ქულით ბოლოს წინა ადგილზე არიან.

“Crystalebet ეროვნული ლიგის” მომდევნო ტური 6-8 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები