სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია -
Aa
Aa

სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - "ბარსა" გამოირიცხა, რაბიო "რეალში" მიდის

Canal +-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ ადრიენ რაბიოსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და ზაფხულიდან „სამეფო კლუბის“ მაისურს მოირგებს.

როგორც მოგეხსენებათ, რაბიო 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება და „რეალი“ მას ხელში სრულიად უფასოდ ჩაიგდებს.

მრავალჯერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ფრანგი შუახაზელი „ბარსელონამ“ არ შეიძინა და ბოლო პერიოდში რადარზე „რეალი“ გამოჩნდა.

ზიდანი ნახევარდაცვაში დიდ ცვლილებებს გეგმავს და რაბიოს დონის მოთამაშის უფასოდ გაფორმება ნამდვილად ფუფუნება გახლავთ.

23 წლის შუახაზელი მიმდინარე სეზონში ძირითადად განაცხადს მიღმა რჩება და ამის მიზეზი მისი გადაწყვეტილება გახლავთ. რაბიომ პარიზელებს ახალ ხელშეკრულებაზე უარი უთხრა და კლუბმა მასზე შური ამ გზით იძია.

პრაქტიკის არმქონე რაბიოს დიდი შრომა მოუწევს, რომ „რეალის“ დონის გუნდის ძირითადისთვის იბრძოლოს.

ტრანსფერი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა „რეალი“ და რაბიო ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან და მალე შესაძლოა ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები