პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს
Aa
Aa

პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ფრანგული გამოცემების ცნობით ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე, საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ირკვევა „ფეხბურთის მეფეს“ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და კლინიკაში თავის დაზღვევის მიზნით გადაიყვანეს. 78 წლის ფეხბურთელი პარიზში იმყოფებოდა, როცა შეუძლოდ შეიქმნა.

RMC Sport იუწყება, რომ იგი საავადმყოფოში სასტუმროდან გადაიყვანეს. პელეს წარმომადგენლებს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ „ფეხბურთის მეფეს“ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდი ხანია აქვს. 2016 წლის ოლიმპიადაზე მას ოლიმპიური ჩირაღდანი უნდა აენთო მაგრამ ცერემონიას ვერ დაესწრო. 2018 წლის მუნდიალის კენჭისყრის მიმდინარეობისას მენჯი აწუხებდა და სავარძელ-ეტლით გამოცხადდა. 2014-ში კი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები