Aa
Aa

იკარდი ვიერის წამოეწია

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ჯენოამ“ „ინტერი“ მიიღო და 0:4 დამარცხდა. სტუმართა შორის მოედანს დაუბრუნდა მაურო იკარდი, რომელსაც 9 თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები.

არასასურველი ფორმის მიუხედავად, იკარდიმ პენალტიდან გოლის გაიტანა და 109 დღიანი მშრალი სერია შეწყვიტა. გარდა ამისა, არგენტინელმა საგოლე პასიც შეასრულა, ერთ მატჩში გოლი+პასი კი სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდა.

მთავარი მაინც ის იყო, რომ 26 წლის ფორვარდმა „ნერაძურის“ მაისურით 123-ე გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში კრისტიან ვიერის გაუთანაბრდა.

იკარდის „ინტერის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ჯუზეპე მეაცამდე ძალიან ბევრი აშორებს. ლეგენდარული იტალიელის აქტივში 284 შედეგიანი დარტყმაა.

მილანელებმა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ 56 ქულა მოაგროვეს და სერია A-ს მე-3 ადგილი გაიმყარეს. ისინი თანაქალაქელ „მილანს“ 4-ით, ხოლო მეხუთეადგილოსან „ატალანტას“ 8 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები