ფილიპე ლუისი:
Aa
Aa

ფილიპე ლუისი: "შემოთავაზებების განსახილველად ჩემი კარი ღიაა"

მადრიდის "ატლეტიკოს" 33 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი სეზონის ბოლოს სავარაუდოდ "როხიბლანკოს" დატოვებს.

ლუისს კლუბთან არსებული ხელშეკრულება 1 ივლისს ეწურება და სავარაუდოდ მხარეები მას აღარ გაახანგრძლივებენ.

"ჟირონასთან" გამარჯვების შემდეგ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"მე "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემთვის პრიორიტეტული სწორედ აქ დარჩენაა, თუმცა შემოთავაზებების განხილვას ვგეგმავ და საამისოდ ჩემი კარი ღიაა".

როგორც მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" უცნაური პოლიტიკა აქვს. 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებთან მადრიდელები კონტრაქტს აღარ ახანგრძლივებენ, იგივე ეხება კაპიტან დიეგო გოდინსაც, რომელიც ზაფხულში სავარაუდოდ "ინტერში" გადავა.

გასულ ზაფხულს ფილიპეს შეძენით "პსჟ" ინტერესდებოდა თუმცა ტრანსფერი არ შედგა. მიმდინარე სეზონში კი ბრაზილიელით "ბარსელონა" დაინტერესდა, რომელიც ხორდი ალბასთვის სათადარიგო სკამის მცველს ეძებს.

კატალონიელები ლუისის გარდა ალბას დუბლიორის პოზიციაზე "ლივერპულელ" ალბერტო მორენოსაც განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე ლუისი მადრიდული კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები