Aa
Aa

"ბენფიკას" 19 წლის ტალანტისთვის "რეალი" და "იუვენტუსი" იბრძვიან

ლისაბონის "ბენფიკას" 19 წლის ტალანტზე ჟოაო ფელიქსზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა.

ახალგაზრდა პორტუგალიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი უკვე 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" ფელიქსისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტებად ითვლებიან.

როგორც ცნობილი იყო, აქამდე 19 წლის ჟოაოთი მანჩესტერული გრანდები "სიტი" და "იუნაიტედი" ინტერესდებოდნენ, თუმცა წყაროს ცნობით, "რეალისა" და "იუვეს" გამოჩენის შემდეგ მათი შანსები საგრძნობლად შემცირდა.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად მოსჩანს, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. "ბენფიკას" ფელიქსის სანაცვლოდ 120 მილიონი ევროს მიღება სურს. ტრანსფერმარკეტზე იგი 35 მილიონად არის შეფასებული, თუმცა ფასის დაახლოებით სამჯერ გაზრდა აქამდეც პროგნოზირებადი იყო.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, ჟოაო ფელისქისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი "რეალია". ზიდანი ახალ გუნდს აწყობს და ამჟამინდელი შემადგებლობიდან წასვლა ბევრს მოუწევს.

ამრიგად, ზაფხულში პატარა პორტუგალიელისთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები