სად დაასრულებს კარიერას ლიონელ მესი?
Aa
Aa

სად დაასრულებს კარიერას ლიონელ მესი?

„ბარსელონას“ ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ კლუბში არსებულ სიტუაციაზე და მის სამომევლო გეგმებზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ის არგენტინაში აუცილებლად დაბრუნდება და კარიერას იქ დაასრულებს.

„ჩვენი გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული. ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა განსაკუთრებულად ახლოს მაინც სუარესთან და ნეიმართან ვარ. სამივე სამხრეთ ამერიკიდან ვართ და როდესაც სამივე საკუთარი ქვეყნის მაისურს ვირგებთ, ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არაა. რაც შეეხება არგენტინაში დაბრუნებას, ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არ ვიცი როდის. მინდა „ბარსელონას“ იქამდე დავეხმარო, სანამ ეს შემეძლება“ - განაცხადა ლიონელ მესიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები