დონარუმა 2 კვირა ვერ ითამაშებს -
Aa
Aa

დონარუმა 2 კვირა ვერ ითამაშებს - "მილანი" ტურინში დანაკლისით ჩადის

იტალიის სერია A-ს 30 ტური "მილანისთვის" ცალსახად წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა საკუთარ მოედანზე "უდინეზეს" დამარცხება ვერ შეძლო, რასაც ძირითადი შემადგენლობის 2 ფეხბურთელის - ჯანლუიჯი დონარუმასა და ლუკას პაკეტას ტრავმები დაემატა.

დონარუმა მატჩის საწყის წუთებშივე დაშავდა და ადგილი პეპე რეინას დაუთმო. როგორც დღეს ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, ახალგაზრდა მეკარეს ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს და დაახლოებით 2 კვირით იძულებითი უქმობა მოუწვს. შესაბამისად, "ჯიჯო" ტურინში გასამართ "იუვენტუსისა" და "მილანის" თამაშს გამოტოვებს, რომელიც 6 აპრილსაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ლუკას პაკეტას დაზიანებას, ბრაზილიელ ფეხბურთელს კოჭი აწუხებს, რის გამოც, დიდი შანსია, "იუვესთან" ვერც მან ითამაშოს. თუმცა, ერთი შეხედვით, პაკეტას მდგომარეობა დონარუმასაზე გაცილებით უკეთესია. 

"როსონერის" ლაზარეთის კიდევ ერთი ახალი წევრი ფრანკ კესია, რომელმაც "უდინეზესთან" შეხვედრაც გამოტოვა და, სავარაუდოდ, მოედანზე ვერც ტურინში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები