როისი: „იოზილი საუკეთესოა მათ შორის ვისთან ერთადაც მითამაშია“
Aa
Aa

როისი: „იოზილი საუკეთესოა მათ შორის ვისთან ერთადაც მითამაშია“

„დორტმუნდის“ გერმანელი ფეხბურთელი, მარკო როისი, მესუთ იოზილის დიდი ქომაგია. 29 წლის შემტევმა „არსენალის“ ფლეიმეიქერი კიდევ ერთხელ შეაქო და საუკეთესო უწოდა მათ შორის, ვისთან ერთადაც უთამაშია.

როისს თავის დროზე რობერტ ლევანდოვსკის, მარიო გიოტცეს, ტონი კროოსის და გერმანიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, მიროსლავ კლოზეს, მხარდამხარ უასპარეზია, თუმცა როგორც აცხადებს მესუთი სხვებზე მაღლა დგას.

„იოზილი საუკეთესოა მათ შორის ვისთან ერთადაც მითამაშია. მესუთი მოედანზე თავისუფალ თანაგუნდელებს იდეალურად ხედავს. პრემიერ ლიგაში და ეროვნული გუნდის მაისურით მას უამრავი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული“.

„იოზილი მაღალი ინტელექტის მქონე ფეხბურთელია და ეს პირველივე შეხედვით ნათლად ჩანს. მასთან თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე და სამწუხაროა ჩავარდნა რომ აქვს. იმედია ჩვეულ ფორმას მალე დაუბრუნდება და „არსენალის“ რიგებში რეგულარულად იასპარეზებს“.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეების" ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა. იოზილმა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას და ადგილობრივ მედიას ბრალი დისკრიმინაციაში დასდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები