დიდი გაუგებრობა ლონდონში - მომენტი, როცა არ იცი შენი მეტოქე ვინაა
Aa
Aa

დიდი გაუგებრობა ლონდონში - მომენტი, როცა არ იცი შენი მეტოქე ვინაა

„ლონდონის ჩელსის“ წარმომადგენლები კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. საქმე ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას და „არისტოკრატების“ მეტოქეს ეხება.

„ლურჯებმა“ თავიანთ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც გულშემატკივრებს აუწყეს, რომ „ვესტ ჰემთან“ და „პრაღის სპარტასთან“ გასამართი მატჩების ბილეთები ფასდაკლებით გაიყიდებოდა.

პრობლემა ისაა, რომ ევროპა ლიგაზე მაურიციო სარის გუნდის ოპონენტი„პრაღის სლავიაა“ და  არა „პრაღის სპარტა“. ლონდონელთა შეცდომას ჩეხური გუნდიც გამოეხმაურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი განათავსა: "მოგესალმებით, მშვენივრად გვესმის რომ დაიბენით, ჩვენ ხომ პრაღაში დაარსებული ყველაზე ცნობილი და წარმატებული კლუბი ვართ. თუმცა ამჯერად „სლავიას“ ეთამაშებით. ბოდიში“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს და „სლავიას“ 11 აპრილს შეერკინება. განმეორებითი მატჩი კი ერთი კვირის შემდეგ ჩატარდება. საგულისხმოა, რომ მოგვიანებით ლონდონელებმა შეცდომა სწრაფად გამოასწორეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები