მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება გრძელდება!
Aa
Aa

მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება გრძელდება! "მეგობარო, შენი მეუღლე პირსახოცია"

კონორ მაკგრეგორის მოსისხლე მტერს, ხაბიბ ნურმაგომედოვს, სჯერა, რომ ირლანდიელი შერეულ ორთაბრძოლებს აუცილებლად დაუბრუნდება.

მაკგრეგორმა კარიერა გასულ კვირას დაასრულა, თუმცა დაღესტნელის აზრით ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სამომავლო დაპირისპირებებთან დაკავშირებით UFC-სგან სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო.

ნურმაგომედოვმა საკუთარი მოსაზრება მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა და განაცხადა: „დარწმუნებული ვარ მაკგრეგორს კარიერა არ დაუსრულებია. კონორი ეჭვიანი მეუღლესავით იქცევა, რომელიც ამბობს წავალო, მაგრამ ყოველთვის უკან ბრუნდება“.

ხაბიბის სიტყვები მაკგრეგორს უპასუხოდ არ დაუტოვებია. ირლანდიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ნურმაგომედოვისა და მისი მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი ფრაზა დაურთო; „მეგობარო, შენი მეუღლე პირსახოცია“.

მოგვიანებით კონორმა პოსტი წაშალა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ხაბიბი კიდევ ერთხელ გამოიწვია: „მატჩრევანში ნუ შეგაშინებს შე პატარა ვირთხა. იმას გააკეთებ რასაც გეტყვიან, რადგან ყოველთვის ასე იქცევი“.

 

 

ცხელი ამბები