Aa
Aa

"სანტიაგო ბერნაბეუს" გასაახლებელი სამუშაოები თვის ბოლომდე დაიწყება

მადრიდის „რეალმა“ მისი სტადიონის, „სანტიაგო ბერნაბეუს“ განახლების შესახებ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა და საამისოდ ბიუჯეტიც შეადგინა. გუშინ კი ფლორენტინო პერესმა პრესკონფერენცია მოაწყო, რომლის მეშვეობითაც ამ ამბის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ამ მომენტს მომავალში გაიხსენებენ. დღეს, ჩვენი სტადიონის ინოვაციურ არენად გარდაქმნას ეყრება საფუძველი. ეს „რეალისთვის“ და მთლიანად ქალაქისთვის უდიდესი პროექტია.

ძალიან კარგია, რომ გუნდი ასეთ სიმდიდრეს ქმნის, რომელიც მადრიდის მემკვიდრეობად უნდა მივიჩნიოთ. მინდა, ამ საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადავუხადო“.

„სანტიაგო ბერნაბეუს“ გასაახლებელი ბიუჯეტი 525 მილიონი ევროა, თუმცა მასში ტევადობის გაზრდა არ შედის. „სამეფო კლუბის“ საშინაო არენა ამჟამად 81 000 გულშემატკივარზეა გათვლილი.

სტადიონის გარშემო სამუშაოები თვის ბოლომდე დაიწყება, იქ ულტრათანამედროვე საკლუბო მაღაზია და მუზეუმი მოეწყობა. გარდა ამისა, რეკუპერაციული სახურავი აშენდება, რომელზეც 360 გრადუსიანი ტაბლო იქნება გამოსახული. სამუშაოების დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები