რასიზმი ფეხბურთში! ტურემ FIFA და UEFA გააკრიტიკა და
Aa
Aa

რასიზმი ფეხბურთში! ტურემ FIFA და UEFA გააკრიტიკა და "მეტალურგში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, იაია ტურემ რასიზმის პრობლემა წინა პლანზე კიდევ ერთხელ წამოწია. 35 წლის ნახევარმცველმა FIFA და UEFA გაკრიტიკა და უკრაინულ „მეტალურგში“ გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა.

"უკრაინაში თავდაპირველად თავს დამცირებულად ვგრძნობდი, შემდეგ კი ძალიან გავბრაზდი. ყველაზე რთული გულშემატკივრების შეძახილების მოსმენა და მათ მიერ განსახიერებული მაიმუნის დანახვა იყო. ვცდილობდი ფეხბურთი მეთამაშა, ქომაგები კი სკანდირებდნენ: „შავო მძღ**რო, შავო მძღ**რო, სახლში წადი“.

"ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. უკრაინაში არსებულ რასიზმს ყველა შეხვედრაში ვგრძნობდი. იყო მომენტები, როცა რასისტული შინაარსის შეურაცხყოფას ჩემი გუნდის ქომაგები მაყენებდნენ“.

"მახსოვს ერთხელ მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი; „მამა ისინი მაიმუნს მაშინაც განასახიერებენ, როცა მათ გვერდით ვარ. აქ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ“... მან მირჩია თამაში გამეგრძელებინა და ყურადღება არაფრისთვის მიმექცია. მას სურდა ამ ყველაფერს ჩემზე ზეგავლენა არ მოეხდინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო“.

"ერთხელ ჩემი თამაშის სანახავად მოვიდა. ტრიბუნებზე „მეტალურგის“ ქომაგების გვერდით დაჯდა, თუმცა გულშემატკივრები მალევე გაერიდნენ და ადგილი შეიცვალეს. მოგვიანებით მკითხა: „რა მოხდა? საშინელი სუნი ამდის“?

"მე კი ვუპასუხე. მამა გახსოვს რასაც გეუბნებოდი?! შენ კიდევ მითხარი ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმექცია. თავს როგორ გრძნობ? მან კი მიპასუხა: „მართალი ყოფილხარ. ეს ძალიან რთულია“.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში ტურემ თანამედროვე ფეხბურთის მმართველი ორგანოები მიწასთან გაასწორა და აღნიშნა: "FIFA და UEFA უმოქმედოდ არიან. ისინი სხედან და ყავას და ღვინოს მიირთმევენ.  როცა რაჰიმ სტერლინგის ინციდენტის მსგავსს შემთხვევებს აქვს ადგილი, ერთმანეთს ურეკავენ და ეუბნებიან: „უნდა შევხვდეთ! აუცილებლად რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ"!

"ასე არ შეიძლება! განათლების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. სიტუაცია იქამდე უნდა გამოვასწოროთ, სანამ ისეთი ინციდენტი დაფიქსირდება, როგორიც რაჰიმ სტერლინგს შეემთხვა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები