შოთა ხაბარელი :
Aa
Aa

შოთა ხაბარელი : "ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება"

თბილისში მიმდინარე გრან პრის დროს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ვეტერან ოლიმპიურ ჩემპიონს, შოთა ხაბარელს გაესაუბრა.

ვეტერანი ძიუდოისტი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გამარჯვებულია, სადაც ის საკუთარი, განსაკუთრებული ილეთით ამარცხებდა მეტოქეებს.  ამ ილეთს "ხაბარელი" ეწოდა და არა მარტო ძიუდოში, არამედ სუმოშიც გამოიყენება.

 

60 წლის ვეტერანი სპორტსმენი საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრია.

"ეს საქართველოა, ძიუდო და ჭიდაობა კი ქართული სულის ნაწილია. მე თავის დროზე ძიუდო ავირჩიე, რადგან ის ჭიდაობაზე ბევრად პოპულარული იყო. ჩემი მთავარი მოტივაცია 1972 წელს ოლიმპიადის გამარჯვებული შოთა ჩოჩიშვილი იყო. რომელიც ძიუდოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონია საბჭოთა კავშირში. ჩემი ილეთი ქართული ჭიდაობიდან მოდის და ბედნიერი კაცი ვარ, რომ ეს ტექნიკა მთელ მსოფლიოში ჩემს სახელს ატარებს. მომავალში, როდესაც მე აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება.“-განაცხადა შოთა ხაბარელმა.

საქართველოს ნაკრებმა კი გრან პრიზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.  საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქრო , 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაოა

ცხელი ამბები