2006 წლის შემდეგ პირველად! შუმახერი „ფერარის“ საჭესთან!
Aa
Aa

2006 წლის შემდეგ პირველად! შუმახერი „ფერარის“ საჭესთან!

შუმახერი „ფერარის“ საჭესთან! ასეთი რამ 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა. ლეგენდარულ მიხაელზე არ ვსაუბრობთ, საქმე გერმანელი პილოტის შვილს, მიკს, ეხება.

შეგახსენებთ, რომ ბაჰრეინის გრან პრის შემდეგ ფორმულა ერთში მოასპარეზე გუნდები შუა აზიაში დარჩნენ და ტესტ-რბოლები გამართეს. მათი მიზანი ბოლიდების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში სისტემებში მოდიფიკაციების შეტანაა. ამასთან ერთად ისინი პერსპექტიულ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ. მიკ შუმახერი კი ერთ-ერთი მათგანია.

20 წლის მრბოლელმა ოცნება აიხდინა და „ფერარის“ ბოლიდი ჩაიბარა. გერმანელი ახალგაზრდას დებიუტს ხელი წვიმამ შეუშალა, თუმცა მიკმა „სკუდერიას“ ბოლიდით 10 წრე გაიარა. მისი საუკეთესო დრო 1:32.552 გახლდათ და ამ მაჩვენებლით მერვე იყო. საბოლოოდ ამინდის გაუარესების გამო გუნდებმა გამოსვლა დროებით შეწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ მიკი ტესტ-რბოლებში მონაწილეობას ხვალაც მიიღებს და „ალფა რომეოს“ ბოლიდს ჩაიბარებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები