ჟურნალისტი, რომელიც კუბრატ პულევს უჩივის, ბულგარელის გამარჯვებას მასთან ერთად აღნიშნავდა
Aa
Aa

ჟურნალისტი, რომელიც კუბრატ პულევს უჩივის, ბულგარელის გამარჯვებას მასთან ერთად აღნიშნავდა

ბოლო პერიოდში უცხოური მედია კუბრატ პულევის შესახებ აქტიურად წერს. შეგახსენებთ, რომ ბულგარელმა მოკრივემ ბოგდან დინუსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტს ძალით აკოცა და ქალბატონის თქმით ეთერს მიღმა უკანალზეც შეეხო.

ჯენი რავალო (ჟურნალისტი) პულევს ბრალს სექსუალურ შევიწროებაში სდებს, თუმცა კუბრატი ყველაფერს კატეგორიულად უარყოფს. ორთაბრძოლიდან რამდენიმე საათის შემდეგ მან სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარი ქმედებები ახსნა და აღნიშნა: ალბათ ნახავდით კლიპს, სადაც მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ მდედრობითი სქესის წარმომადგენელ ჟურნალისტს ვკოცნი. რეპორტიორი ჩემი მეგობარია და იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ თავი ვერ შევიკავე და ვაკოცე“.

მოგვიანებით ჯენი მე და ჩემ მეგობრებს შემოგვიერთდა და გამარჯვება ერთად აღვნიშნეთ. ვიდეოში კარგად ჩანს რომ კოცნის შემდეგ ორივემ გავიცინეთ და ერთმანეთს მადლობა გადავუხადეთ. ასე რომ აქ განსაკუთრებული არაფერია“.

კუბრატს ინციდენტის შესახებ BILD-ც გაესაუბრა. გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ბულგარელმა რავოლას ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა: „მისი სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება. თანაც ჯენი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. არაფერი დამიშავებია და თუ საჭიროა ვიდეოსაც გამოვაქვეყნებ, სადაც ყველაფერი იდეალურადაა ასახული. კარიერის განმავლობაში ინტერვიუ უამრავჯერ მიმიცია და ყველამ იცის, რომ ზრდილობიანი და მეგობრული ადამიანი ვარ“.

როგორც ჩანს პულევმა სიტყვა შეასრულა, რადგან სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჯენი რავოლა გამარჯვებას მოკრივესთან ერთად აღნიშნავს. თანაც ეს ყველაფერი ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათის შემდეგ ხდება...

 

ცხელი ამბები