პაპუნაშვილმა შესაძლოა ''კადისთან'' ითამაშოს
Aa
Aa

პაპუნაშვილმა შესაძლოა ''კადისთან'' ითამაშოს

ესპანური მედიის ცნობით გიორგი პაპუნაშვილი ესპანეთში დაბრუნდა. 23 წლის ფეხბურთელი ოთხი კვირის განმავლობაში სამშობლოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმის, მერაბ ვარძუკაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.

Heraldo-ს ცნობით პაპუნაშვილი ''სარაგოსას'' ფიზიოთერაპევტთან 3-დღიანი კურსის შემდეგ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. შესაძლოა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა 8 აპრილს ''კადისთან'' ითამაშოს.

პაპუნაშვილს 26 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. ტრავმის გამო ქართველ ფეხბურთელს სეზონის პირველ ნახევარში თითქმის სამი თვე გაუცდა.

პაპუნაშვილი ესპანურ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. მას ასევე უთამაშია თბილისის ''დინამოსა'' და ბრემენის ''ვერდერის'' სარეზერვო გუნდში.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 32 ტურის შემდეგ 22-გუნდიან ჩემპიონატში ''სარაგოსა'' 37 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები