აქაც მესი!.. - ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ზღაპრული წლიური ანაზღაურება
Aa
Aa

აქაც მესი!.. - ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ზღაპრული წლიური ანაზღაურება

ევროპულმა პრესამ 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხუთეულები შეადგინა. გათვალისწინებულია, როგორც ხელფასები და ბონუსები, ასევე სარეკლამო თანხები და ვარსკვლავთა სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები.

გასაკვირი არაა, რომ ამ ჩამონათვალშიც ლიონელ მესი ლიდერობს, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 130 მილიონი ევრო შეადგინა, მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა - 113 მილიონი, ნეიმარის შემოსავალი 91.5 მილიონი იყო, ანტუან გრიზმანის - 44.5, ხოლო გარეტ ბეილის - 40.2.

მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი დიეგო სიმეონეა, რომელსაც საბანკო ანგარიში 41.2 მილიონი ევროთი შეევსო, ჟოზე მოურინიოს საფულეს 31 მილიონი ევრო შეემატა, ტიერი ანრიმ 25.5 მილიონი ევრო დაიმსახურა, პეპ გუარდიოლამ - 24.1, ერნესტო ვალვერდემ კი - 23.

ლიონელ მესიზე 325-ჯერ ნაკლებს გამოიმუშავებს 2018 წლის ქალთა "ოქროს ბურთის" მფლობელი, ადა ჰეგერბერგი, მისმა ანაზღაურებამ გასული წლის განმავლობაში 400 000 ევრო შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები