„ლივერპულმა“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერი ტრანსფერზე დააყენა
Aa
Aa

„ლივერპულმა“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერი ტრანსფერზე დააყენა

სეზონის დასრულების შემდეგ, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. მათ შორის კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კრისტიან ბენტეკეც მოხვდა.

ზაფხულში „მერსისაიდელებმა“ ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა ბენტეკემ მასზე დაკისრებული იმედები ვერ გაამართლა და 22 მატჩში მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა. ბოლო დროს კი, ფეხბურთელი ძირითად შემადგნლობაშიც საკმაოდ იშვიათად ხვდება.

ბენტეკესთან ერთად, გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატი, ბელგიელი მეკარე სიმონ მინოლეა, რომლის ასპარეზობაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები