Aa
Aa

საბა ლობჟანიძე - მთავარი შემოქმედი ''რანდერსის'' გამარჯვებაში

დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის პირველ ტურში საბა ლობჟანიძემ ''ოლბორგთან'' მატჩში გოლი გაიტანა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი გასულ თვეში შვეიცარიასთან ჩაატარა, 47-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა დანიის სუპერლიგაში მე-6 გოლი შეაგდო.

54-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ კუთხურიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ''ოლბორგის'' ფეხბურთელმა კასპერ პედერსენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის მეორე ჯგუფში ''რანდერსი'' 37 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ოლბორგს'' 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები