სულშერის პირველი შეკვეთა -
Aa
Aa

სულშერის პირველი შეკვეთა - "მანჩესტერს" კოშტას შეძენა სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ოლე გუნარ სულშერმა კლუბს ზაფხულში დუგლას კოშტას შეძენა მოსთხოვა.

როგორც მოგეხსენებათ, ნორვეგიელმა სპეციალისტმა "მანკუნიანელებთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "იუნაიტედის" გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.

"მანჩესტერს" ფლანგებზე პრობლემები აქვს. გუნდში კლასიკური სტილის გარემარბების ნაკლებობაა, რომელსაც კოშტა იდეალურად მოაგვარებს.

28 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად შეუძლია ითამაშოს.

კოშტამ მიმდინარე სეზონში "იუვეს" ძირითადში მხოლოდ 7 შეხვედრა დაიწყო, რაც ბუნებრვია მისთვის მიუღებელია. ზაფხულში ტურინელები ბრაზილიელის სანაცვლოდ შემოთავაზებების განხილვას გეგმავენ.

როგორც ჩანს, ალეგრი კოშტას გუნდში დატოვებას არ გეგმავს, რაც "მანჩესტერის" შანსებს ზრდის.

"წითელი ეშმაკები" ტურინელებისთვის 50 მილიონი ფუნტის შეთავაზებას გეგმავენ, თუმცა საქმეში "პსჟ"-ც არის ჩართული, რომელმაც ფეხბურთელის წარმოამდგენლებთან მოლაპარაკებები უკვე აწარმოა.

ამრიგად, ზაფხულში დუგლას კოშტასთვის დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები