Aa
Aa

"მანჩესტერს" "ბარსელონას" მცდელობა აშინებს - რაშფორდთან მოლაპარაკებები იწყება

"მანჩესტერში" ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის დღიდან მარკუს რაშფორდმა ფორმაში შესვლა დაიწყო და ის ახლა საუკეთესოდ გამოიყურება.

ნორვეგიელი სპეციალისტის ხელში ახლაგაზრდა ინგლისელმა 18 შხვედრა ჩაატარა და 8 გოლის გატანა შეძლო.

Daily Mail-ის ინფორმაციით, რაშფორდს "მანკუნიანელებთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წელს უსრულდება და ეს კლუბისთვის კარგი ამბავი არ არის, რადგან ინგლისელის შეძენით "ბარსელონა" ინტერესდება.

წყაროს ცნობით, "იუნაიტედს" "ბარსას" მცდელობა აშინებს. აქედან გამომდინარე "წითელი ეშმაკები" 21 წლის ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობენ და მასთან ახალი 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ.

კლუბს იმედი აქვს, რომ სკოლის აღზრდილი რაშფორდი, რომელიც 7 წლიდან "მანკუნიანელია" არჩევანს მათ სასარგებლოდ გააკეთებს და "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.

რაშფორდის გუნდში დარჩენის ერთ-ერთი მთავარი გარანტი ოლე გუნარ სულშერია, რომელსაც ფორვარდთან ჩინებული ურთიერთობა აქვს და მას სრულ ნდობას უცხადებს.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონა" მაღალი დონის ფორვარდის შეძენას გეგმავს და ეს გადაწყვეტილი ამბავია. კატალონიელთა სიაში რაშფორდთან ერთად ანტუან გრიზმანი და ლუკა იოვიჩი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები