Aa
Aa

"მამა არგენტინაში შენი მოკვლა რატომ უნდათ?" მესის ინტერვიუ - ლეომ დუმილი დაარღვია

სანაკრებო პაუზის შემდეგ ლეო მესი ბარსელონაში დაბრუნდა და სეზონის გადამწყვეტი ნაწილისთვის ემზადება.

მესი და "ბარსა" წელს ტრიპლეტის შესრულებას გეგმავს და მათ საამისოდ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

ლეომ FM Club 947-სთან ინტერვიუში ბევრ თემასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია... მესიმ სანაკრებო თემებზე და ქომაგების ნაწილის მხრიდან მის მიმართ არსებულ აგრესიაზე ისაუბრა.

როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე მისი უფროსი ვაჟი ტიაგო, სად აპირებს ლეო ცხოვრებას და კარიერის ბოლო წლების გატარებას, ვის თვლის მესი საუკეთესო 5 მოთამაშედ...

სანაკრებო თემა - გამოგონილი ჭორები, უსაფუძვლო კრიტიკა და გინება მესის მიმართ

"ჩემს შესახებ ვიღაც ამბობს იმას, რაც მას სურს და შემდეგ ხალხი ამ ყველაფერს იჯერებს და ამის შემდეგ მე ღორის შვილად მოვჩანვარ.

ჩემზე ასეთი რაღაცების საუბარი უკვე მიღებულია. როდესაც იქ არ ვარ ჩემს შსახებ რაღაცებს იგონებენ. ეს მე უკვე აღარ მაკვირვებს.

ჩემი უფროსი შვილი ტიაგო იუთუბზე ვიდეოებს ხშირად უყურებს. ერთხელ ვიდეოს ნახვის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მკითხა: "მამა არგენტინაში შენი მოკვლა რატომ უნდათ?"

ეს ძალიან რთულია... ყველაფრის მიუხედავად ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ძალიან მინდა. ვაპირებ, რომ "ალბისელესტესთან" ერთად მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში მივიღო. ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ უკან არ დავრბუნებულიყავი, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. მე ვთამაშობ ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და მათთვის ვისაც იმის ნახვა მოსწონს რასაც მე ვაკეთებ.

დიახ, მართალია რომ მე არგენტინის ნაკრებიდან მცირე ტრავმით დავბრუნდი. ორივე შეხვედრაში მინდოდა მეთამაშა. ეს ის დაზიანებაა, რომელიც დეკემბერში მივიღე და მან თავი შემახსენა. ამ ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში უფრო ცოტას ვვარჯიშობ და უფრო ნაკლებ მატჩებში ვიღებ მონაწილეობას.

პირველი მატჩის შემდეგ მცირე ტკივილი ვიგრძენი და გადავწყვიტე არ გამერთულებინა და დამესვენა. ახლა გაცილებით უკეთ ვარ, ტრავმაც ნაკლებად მაწუხებს, თუმცა ბოლომდე მოშუშებული არ მაქვს.

2014 წელს მუნდიალის ფინალში ვითამაშეთ, ამის გაკეთება და აქამდე მისვლა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. რომ მოგვეგო ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მცირე დეტალების გამო დავმარცხდით...

ეს აბსურდია. მე არ ვწყვეტ ნაკრების მწვრთნელი ვინ იქნება და ვინ არა. ასეთი ჭორები პრესაში ხშირად მხვდება და ეს სიმართლეს არ შეესაბამება".

კარიერის ბოლო წლები და არგენტინაში დაბრუნება

"არგენტინაში საცხოვრებლად სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ამის გაკეთება რთული იქნება. ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ოჯახზე და შვილებზე უნდა ვიფიქრო.

"ნიუელსის" მაისურით ერთ დღესაც სიამოვნებით ვითამაშებდი. ხალხს "რივერ პლეიტის" ქომაგი ვგონივარ და არ ვიცი ასე რატომ ჰგონიათ. მთელი ჩემი ოჯახი "ნიუელსს" გულშემატკივრობს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" "რივერისა" და "ბოკას" მატჩს იმიტომ დავესწარი, რომ უბრალოდ ლიბერტადორესის თასის ფინალი გახლდათ. არამგონია ასეთი რამ კვლავ განმეორდეს".

მონატრებული რონალდუ და მსოფლიოს საუკეთესო 5 მოთამაშე

"რონალდუ მენატრება. ცოტა რთული იყო იმის ყურება, თუ როგორ იგებდა ის ტიტულებს, თუმცა კრიშტიანუ ლა ლიგას პრესტიჟს სძენდა.

მას შემდეგ რაც მათ რონალდუ შეიძინეს "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი კანდიდატია. "ატლეტიკოსთან" გამარჯვების შემდეგ ტურინელთა თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდა.

საუკეთსო 5 მოთამაშე? საუკეთესოები მბაპე, სუარესი, აზარი, აგუერო და ნეიმარი არიან. რონალდუ იმიტომ არ ვახსენე, რომ ის სიაში მეორე მხარეს ჩემთან ერთად არის".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები