პირესი: „მესუთ იოზილი დენის ბერგკამპს ჰგავს“
Aa
Aa

პირესი: „მესუთ იოზილი დენის ბერგკამპს ჰგავს“

„ლონდონის არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერ პირესმა, მესუთ იოზილს მხარდაჭერა გამოუცხადა და გერმანელი ლეგენდარულ დენის ბერგკამპს შეადარა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფლეიმეიქერს ბოლო პერიოდში სერიოზული პრობლემები აქვს. იგი ცუდ ფორმაში იმყოფება და ბრიტანელი ჟურნალისტები ხშირად აკრიტიკებენ.

მიუხედავად ამისა პირესი, რომელიც „არსენალის“ ღირსებას 2000-დან 2006 წლამდე იცავდა, იოზილის დიდი თაყვანისმცემელია და მისი ეიმედება: „მესუთს ტრავმების გამო დიდი ხანია არ უთამაშია, თუმცა ახლა მოედანზე გასვლა შეუძლია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

“იოზილი მაღალი დონის ფეხბურთელია. მესუთი ჭკვიანია, კარგ პასებს აკეთებს და ხანდახან გოლებიც გააქვს“.

„ჩემი აზრით იგი დენის ბერგკამპს ჰგავს. იოზილი ჯადოქარია! ნამდვილი მაესტრო“.

„რა თქმა უნდა მესუთი ისეთი მებრძოლი არაა, როგორიც მე და დენისი ვიყავით, მაგრამ საფეხბურთო კლუბს ბევრი რამ სჭირდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები