„სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ ითამაშებს“
Aa
Aa

„სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ გრიზმანი „ბარსელონაში“ ითამაშებს“

წარსულსი ცნობილი ფეხბურთელი ჟერომ როთენი, რომელმაც „მონაკოსთან“ ერთად 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, ამჟამად RMC Sport-ის კონსულტანტ, კომენტატორი და ჟურნალისტი გახლავთ, აცხადებს, რომ 2019 წლის ზაფხულიდან ანტუან გრიზმანი „ბარსელონაში“ ითამაშებს.

„სანდო წყაროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ გრიზმანი მომდევნო სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს“.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ესპანურმა Mundo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვებს და კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

ფრანგი შემტევი მადრიდელთა ყოველწლიურ 24 მილიონიან ხელფასზე უარს იტყვის და 2018 წელს „ბარსასთან“ მიღწეულ პირად შეთანხმებას კვლავ გააცოცხლებს, რომლის თანახმადაც ის კატალონიელთა რიგებში წლიურად 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აქვე გეტყვით, რომ გრიზმანის კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლამდე არის გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა, თუმცა ეს ყველაფერი ძალაში 2019 წლის 1 ივლისისთვის შევა, მანამდე კი ანტუანის შეძენა 120 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები