დვალი ეროვნულ გუნდზე: ''ევრო 2020-ზე მოხვედრა შეგვიძლია''
Aa
Aa

დვალი ეროვნულ გუნდზე: ''ევრო 2020-ზე მოხვედრა შეგვიძლია''

უნგრული ''ფერენცვაროშის'' ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი კლუბის ოფიციალური ვებგვერდს ესაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, რომელმაც შვეიცარიასთან და ირლანდიასთან შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა, კლუბის პრესსამსახურთან აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის რეალური შანსი აქვს.

- ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ვარჯიშზე ავტომობილით გადაადგილდები. რომელი მარკის ავტომობილს მართავ?

- Volkswagen Sportsvan-ს რომელსაც ვქირაობ. ძალიან კმაყოფილი ვარ, კომფორტული და ტევადი ავტომობილია. მისვლა ნებისმიერ ადგილზე ძალიან მარტივად შემიძლია.

- რამდენი ხანია, რაც ავტომობილს მართავ? გამოცდილი მძღოლი ხარ?

- ავტომობილის მართვა 18 წლის ასაკში ვისწავლე, გამოცდა ჩავაბარე და 5 წელია მანქანით გადავაადგილდები. ვფიქრობ კარგად გამომდის.

- სამწუხაროდ ტრავმის გამო სანაკრებო მატჩები გამოტოვე. როგორ აფასებ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს?

- ერთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშეთ და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. აქედან გამომდინარე შესარჩევი ციკლი ევრო 2020-ზე მოხვედრის დამატებითი შანსია. ვწუხვარ, რომ ეროვნულ გუნდს ვერ დავეხმარე, თუმცა პოზიტიურად ვარ განწყობილი, ძლიერი გუნდი გვყავს, ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ვიბრძოლოთ.

ფოტო: fradi.hu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები