დე როსის მომავალი გაურკვეველია
Aa
Aa

დე როსის მომავალი გაურკვეველია

სეზონის ბოლოს „რომა“ შესაძლოა მისმა ერთ-ერთმა სიმბოლომ, დანიელე დე როსიმ დატოვოს. „Gazzetta dello Sport“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ნახევარმცველს „ლოს ანჯელეს გალაქსიდან“ საკმაოდ სარფიანი წინადადება მოუვიდა(7 მილიონი წელიწადში) და არ არის გამორიცხული, რომ დანიელემ ამერიკას მიაშუროს.

შეგახსენებთ, რომ დე როსი, „რომას“ აკადემიის აღზრდილია და „ჯალოროსისთან“ გარდა არცერთი სხვა კლუბის მაისურით არ უასპარეზია. მას მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისს ეწურება. „რომაში“ დე როსის დებიუტი შორეულ 2002-2003 წლების სეზონში შედგა და მას შემდგომ გუნდის უცვლელი ფიგურა და ვიცე კაპიტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები