იკარდი
Aa
Aa

იკარდი "ინტერს" უბრუნდება?

იტალიური პრესის ინფორმაციით, მაურო იკარდიმ ტრავმა მოირჩინა, კლუბს შეუთანხმდა და, შესაძლოა, მომავალ უქმეებზე გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. არგენტინელ ფორვარდს თებერვლის დასაწყისის შემდეგ არ უთამაშია, ეს კი მისთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევას მოჰყვა.

Gazzetta dello Sport-ის თქმით, ლაუტარო მარტინესი სანაკრებო შეკრებიდან მცირე ტრავმით დაბრუნდა, მას სამედიცინო გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს და დიდი შანსია, ექიმებმა "ლაციოსთან" მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცენ.

როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება, იკარდიმ "ნერაძურის" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ხუთშაბათის წვრთნისასაც მათთან იქნება. შესაბამისად, პრაქტიკულად ფორვარდის გარეშე დარჩენილ გუნდს, თუკი იკარდი დაუბრუნდება, ეს ლუჩიანო სპალეტისთვის დიდი შვება იქნება.

მაურო იკარდიმ ბოლო ოფიციალური მატჩი 9 თებერვალს, "პარმას" წინააღმდეგ ჩაატარა, მას შემდეგ კი მუხლის ტრავმის მიზეზით უქმობა და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში უწევდა. 26 წლის თავდამსხმელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონის 20 თამაშში 9 გოლი შეაგდო.

"ინტერი" იტალიის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და თანაქალაქელ "მილანს" - 2-ით, ხოლო მეხუთეადგილოსან "რომას" 6 ქულით უსწრებს. გუნდის ერთ-ერთი კონკურენტი "ლაციოცაა", რომელსაც შაბათს საკუთარ მოედანზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები