ბომბი! გრიზმანი ხელფასის დაკლებაზე თანახმაა და
Aa
Aa

ბომბი! გრიზმანი ხელფასის დაკლებაზე თანახმაა და "ბარსელონაში" გადასვლა სურს

ესპანური Mundo ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვებს და კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

ფრანგი შემტევი მადრიდელთა ყოველწლიურ 24 მილიონიან ხელფასზე უარს იტყვის და 2018 წელს „ბარსასთან“ მიღწეულ პირად შეთანხმებას კვლავ გააცოცხლებს, რომლის თანახმადაც ის კატალონიელთა რიგებში წლიურად 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

წყაროს ცნობით, გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს შვებულებაში გასვლის წინ პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუსგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ახალი სეზონიდან გრიზმანი მის განკარგულებაში იქნება. ფრანგს „ბარსას“ წინადადებაზე თანხმობა ჰქონდა მიცემული.

საბოლოდ რაც მოხდა ყველამ კარგად იცის. გრიზმანის გადარწმუნებას მთელი „ატლეტიკო“ შეეცდა, მათ შორის ფეხბურთელებიც და განსაკუთრებით დიეგო გოდინი, რომელიც ამ ზაფხულში გუნდის დატოვებას თავად გეგმავს.

ამჟამად სიტუაცია შეიცვალა და ყველაფერი „იუვენტუსთან“ დამარცხების შემდეგ დაიწყო.

„ატლეტიკოს“ დაშლა უკვე მიმდინარეობს. გუნდი ლუკას ერნანდესმა დატოვა და კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს.

სავარაუდო წამსვლელთა სიაში გოდინი, ფელიპე ლუისი, დიეგო კოშტა და საული არიან.

აქვე გეტყვით, რომ გრიზმანის კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლამდე არის გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა, თუმცა ეს ყველაფერი ძალაში 2019 წლის 1 ივლისისთვის შევა, მანამდე კი ანტუანის შეძენა 120 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ სიაში გრიზმანთან ერთად ლუკა იოვიჩი და მარკუს რაშფორდი იმყოფებიან. ვალვერდეს ფორვარდის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა როგორც ამ ეტაპზე მოსჩანს გუნდში ლუის სუარესიც დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები