ვან დერ ვილი: „პსჟ“-ეს დატოვების მიზეზი არ მაქვს
Aa
Aa

ვან დერ ვილი: „პსჟ“-ეს დატოვების მიზეზი არ მაქვს

გრეგორი ვან დერ ვილმა განაცხადა, რომ ის „პარი სენ ჟერმენში“ თავს ძალიან კარგად გრძნობს და გუნდის დატოვების სურვილი არ აქვს.

ბოლო დროს ჰოლანდიელმა მცველმა, გუნდის ძირითად შემადგელობაში ადგილი დაკარგა. ფეხბურთელის აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ  ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში იგი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა.

მიუხედავად ამისა, 27 წლის გარემარბი თავის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და სჯერა, რომ თავის მომავალს პარიზულ კლუბს დიდი ხნით დაუკავშირებს.

„პესეჟეში ყოფნით ბედნიერი ვარ. მე მიყვარს კლუბი, ქალაქი და თანაგუნდელები. ჩემს ირგვლივ ყველაფერი იდეალურად არის. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ პარიზიდან წასვლა დავაპირო. მსურს გუნდთან ხელშეკრულება გავახანგრძლივო“ - განაცხადა ვან დერ ვილმა

ჰოლანდიელ ფეხბურთელს „პსჟ“-სთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისში ეწურება.

 

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ვან დერ ვილი გუნდის შემადგელობაში 33-ჯერ გამოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები