Aa
Aa

"ხანდახან საჭიროა პრ**ი იყო" - ვან დერ ვაარტის უცნაური რჩევა ბეილს

გარეთ ბეილს მადრიდის „რეალში“ ყველა აკრიტიკებს. უელსელმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

დიახ, მან ბევრი ლამაზი და ამავდროულად მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა, თუმცა მისი თამაში დომინანტური და სტაბილური არასდროს ყოფილა. ქომაგები სწორედ ამას ელოდნენ.

რთული სათქმელია რისი ბრალია ეს - რონალდუს ჩრდილქვეშ ყოფნის, მწვრთნელის გადაწყვეტილებების, ტრავმების თუ თავად ბეილის, მაგრამ ფაქტია, რომ უელსელი მადრიდიდან აბარგებასთან საკმაოდ ახლოს არის.

ბეილის ყოფილმა თანაგუნდელმა ჰოლანდიელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა პრესასთან ისაუბრა და გარეთს უკან „ტოტენჰემში“ დაბრუნება ურჩია, რათა „დეზების“ ქომაგთა გულები კვლავ მოიგოს და მადრიდელებს დაანახოს, რომ ისინი ცდებიან.

„ეს უცნაურია, მაგრამ ჩვენთან ჰოლანდიაში თვლიან, რომ ხანდახან საჭიროა პრ**ი იყო. თქვენ ასევე შეგიძლიათ იყოთ პოზიტიური პრ**ი.

მასში 100 მილიონი გადაიხადეს და ის ვალდებულია ეს გააკეთოს. „ტოტენჰემში“ გატარებულ ბოლო სეზონში ბეილი ყველა სტანდარტს ასრულებდა, მას ბევრი გაჰქონდა და ფაქტიურად ყველაფერს ის წყვეტდა.

„რეალშიც“ მსგავსად უნდა მოქმედებდეს. მესმის, რომ მადრიდში ბევრი ვარსკვლავი ჰყავთ, მაგრამ ბეილი ვალდებულია მეტი გააკეთოს.

გარეთი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მან თავდაჯერებულობა უნდა იგრძნოს.

უნდა იგრძნოს, რომ მისით მოხარულნი არიან. ვიცი, რომ „რეალი“ რთული კლუბია. თუ შენ მათ პერფორმანსს არ სთავაზობ, არ აქვს მნიშვნელობა რონალდუ ხარ ბეილი, თუ ვან დერ ვაარტი, ერთი წლის შემდეგ შენ გუნდიდან მოგისვრიან“.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტმა და ბეილმა „ტოტენჰემის“ რიგებში ერთად 2010-2012 წლებში ითამაშეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები