Bild:
Aa
Aa

Bild: "ბაიერნი" ჰავერცის სანაცვლოდ 75 მილიონს ჩამოდის!

ლევერკუზენის "ბაიერის" ნიჭიერ შუახაზელ კაი ჰავერცს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მსურველებიც არ აკლია, მათ რიგებში კი მიუნხენის "ბაიერნი" გააქტიურდა. გერმანული გამოცემა - Bild-ის ცნობით, "რეკორდმაისტერი" ჰავერცის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ჩამოდის, თუმცა ლევერკუზენელებს ტრანსფერში 100 მილიონი ევროს მიღება სურთ.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელები ჰავერცის კლუბს არ აჩქარებენ და სთავაზობენ, რომ ფეხბურთელის "ალიანც არენაზე" გადასვლა ამ ზაფხულსვე აუცილებელი არაა, მთავარია, მოლაპარაკება შედგეს და "ბაიერნი" კაის "ლევერკუზენში" კიდევ 1 წლით დატოვებაზე უარს არ იტყვის.

ამ საკითხზე კომენტარი რუდი ფიოლერმა გააკეთა, რომელიც "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორის პოზიციას იკავებს. 

"მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი და ეს ჩვენთვის კარგი და იმედისმომცემია. კაი მხოლოდ 19 წლისაა, მთელი კარიერა წინ აქვს და მან იცის, რამდენის მიცემა შეუძლია "ლევერკუზენს" მისთვის". - ამბობს ფიოლერი.

იმის მიუხედავად, რომ ჰავერცი მხოლოდ 19 წლისაა, "ფარმაცევტების" მთავარ გუნდში უკვე 97 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, მის ანგარიშზე 21 გოლი და 22 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები