პსჟ-ს მესიჯი საფეხბურთო ევროპას, განსაკუთრებით კი -
Aa
Aa

პსჟ-ს მესიჯი საფეხბურთო ევროპას, განსაკუთრებით კი - "რეალს"...

ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და მთავარი მისიის შესრულება ვერც ამ სეზონში შეძლო. თუმცა, როგორც ჩანს, კლუბი უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს და მნიშვნელოვან სვლებს აკეთებს.

პრესა წერს, რომ პარიზელთა პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი გუნდის გადახალისებას აპირებს, თუმცა ლიდერების - ნეიმარისა და კილიან მბაპეს გაყიდვას კატეგორიულად გამორიცხავს, რაზეც პსჟ-ს დღევანდელი სვლაც მიუთითებს, რომელიც ბევრმა პირდაპირ მადრიდის "რეალის" მიმართ გაკეთებულ მესიჯად ჩათვალა.

საქმე ისაა, რომ კლუბმა მომავალი სეზონისთვის გულშემატკივართა აბონემენტების მომზადება დაიწყო და მათ სახეებად ნეიმარი, მბაპე და ვერატი გამოიყენა.

ალ-ხელაიფი აცხადებს, რომ ნეიმარისა და მბაპეს დარჩენაში 2000%-ით დარწმუნებულია და ისინი არანაირ ფასად არ გასხვისდებიან. როგორც ნეიმარის, ასევე მბაპეს შეძენით "რეალი" სერიოზულად ინტერესდება და ფლორენტინო პერესს ახალი გალაქტიკოს აშენება სწორედ ერთ-ერთი მათგანის გარშემო სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები