Aa
Aa

"სამპდორიას" მწვრთნელი "ბარსელონას" გაწვრთნაზე ოცნებობს...

გენუის "სამპდორიას" მთავარ მწვრთნელს, მარკო ჯამპაოლოს, გამოცემა - La Stampa ესაუბრა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი პატარა მონაკვეთი 51 წლის სპეციალისტის ოცნებას შეეხებოდა. ჯამპაოლოს თქმით, მისი უდიდესი სურვილი "ბარსელონას" გაწვრთნაა.

"ძალიან მინდა, რომ ერთ დღესაც "ბარსელონას" მწვრთნელი გავხდე, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს კარგად ვხედავ და ვაანალიზებ, რომ იქამდე ძალიან შორია". - აცხადებს "სამპას" დამრიგებელი.

მარკო ჯამპაოლო 2015-2016 წლებში "ემპოლის", შესაბამისად, მის ქართველ ფორვარდ ლევან მჭედლიძეს წვრთნიდა, კარიერის სხვადასხვა დროს კი არაერთ საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის იტალიურ გუნდში უმუშავია, "სამპდორია" კი მათ შორის უდავოდ ყველაზე დიდი კლუბია.

ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით "ბლუჩერკიატიმ" 2 სრული სეზონი ჩაამთავრა და ორივე მათგანი სერია A-ს მე-10 ადგილზე დაასრულა. გენუელები წლევანდელ ჩემპიონატში მე-9 ადგილზე არიან და ევროპა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები