სად გააგრძელებს კარიერას ბუსკეტსი?
Aa
Aa

სად გააგრძელებს კარიერას ბუსკეტსი?

Marca”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის „ბარსელონას“ ნახევრმცველის, სერხიო ბუსკეტსის შეძენით 3 ევროპული გრანდია დაინტერესებული. როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ფეხბურთელის გადაბირება ლონდონის “ჩელსის”, “პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტის” სურს.

თავად ბუსკეტს, „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა კატალონიური კლუბის მესვეურებმა ფეხბურთელი უკვე გააფრთხილეს, რომ ფინანსური მიზეზების გამო, ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას ისინი სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებენ.

ასე, რომ ბუსკეტსის მომავალი ჯერ-ჯერობით ბურუსით არის მოცული და უცნობია, თუ სად გააგრძელებს 27 წლის ნახევარმცველი კარიერას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები