ეროვნული ნაკრები - ანალიზი: ვაისის შეცდომა, რომელმაც გუნდის სათამაშო სტილი მოშალა

სიახლე 27.03.2019
A+ A- 19:05

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად დაიწყო - 2 მატჩი, 0 ქულა, 0 გოლი და თამაშის ხარისხი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს.

ზოგადად ყველაფერს თავისი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზები აქვს და ცხელ გულზე რაიმეს თქმა, ვინმეს გაკრიტიკება და ნაადრევი დასკვნის გამოტანა არ ღირს.

არის პრობლემები, რომელთა არსებობასაც ვერავის დააბრალებ და არის მეორე, რომელიც შენმა ნაბიჯმა განაპირობა.

მოდით ყველაფერს ეტაპობრივად მივყვეთ...

ერთა ლიგაზე ჩვენმა ნაკრებმა გამართული, ლამაზი და შედეგის მომტანი ფეხბურთი ითამაშა. ეს არ ყოფილა მხოლოდ ჩაკვეტაძის საოცარი თამაშის დამსახურება, თუმცა მისი როლი უდიდესი იყო.

დღეს მარტო თამაშს ვერავინ მოიგებს და ფეხბურთის ყურებისას ამაში საკმაოდ ხშირად ვრწმუნდებით.

შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებს ჩვენი ნაკრები დიდი დანაკლისით შეხვდა. ტრავმები არის პრობლემა, რომელსაც სამწუხაროდ ვერასდროს ვუმკლავდებით, რადგან არ გვყავს გრძელი სკამი, არ გვივარგა ეროვნული ჩემპიონატი და მწვრთნელს დიდი არჩევანიც ბუნებირივია არ აქვს.

ჩაკვეტაძე, ნავალოვსკი, ოქრიაშვილი, მერებაშვილი, პაპუნაშვილი, აბურჯანია - ეს ფეხბურთელები ტრავმების გამო ვაისის განკარგულებაში არ იყვნენ. პლუს ამას, ტრავმის შემდეგ ახლად დაბრუნებული იყო ქვილითაია და კაკაბაძე, რომლებიც სასურველ კონდიციებში არ იმყოფებოდნენ. სათამაშო პრაქტიკის ქონის მიუხედავად საკმაოდ ცუდ ფორმაში იყვნენ გვილია და ყაზაიშვილი.

მგონი უკვე ნათლად ჩანს, რომ ვლადიმირ ვაისი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

ახალი ციკლის სტარტზე ამხელა დანაკლისით, პლუს უდაო ლიდერის გარეშე - ამ ყველაფერს დაემატნენ ძალიან გამოცდილი მეტოქეები და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც ჩვენი საფეხბურთო ისტორიისთვის უცხო არ ყოფილა - უფერული მარცხი.

თუმცა, თავისი შეცდომები ვლადიმირ ვაისმაც დაუშვა...

ტაქტიკა და შემადგენლობა - ვაისის შეცდომა, რომელმაც გუნდის სათამაშო სტილი მოშალა

როდესაც ძლიერი მეტოქე გყავს ფრთხილი ტაქტიკის არჩევა ხშირ შემთხვევაში სწორი არჩევანია, თუმცა არის მომენტები, როდესაც მეტი გამბედაობა გმართებს და ამან, შესაძლოა შედეგი მოგიტანოს.

შვეიცარია საქართველოში წამყვანი მოთამაშეების გარეშე ჩამოვიდა - შაქირი, სეფეროვიჩი, მეჰმედი და ბეჰრამი. ეს არის ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდის ოთხი საკვანძო ფიგურა, რომელთა გარეშეც ეს გუნდი ისეთივე ძალას არ წარმოადგენს როგორსაც მათთან ერთად.

სულ სხვა თემაა ის, რომ ჩვენ მათ ფონზე სუსტ გუნდად ვითვლებით და პლუს ამას დანაკლისი მათზე არანაკლები გვქონდა.

ვაისმა შვეიცარიასთან სათამაშოდ ეს 11 მოთამაშე შეარჩია.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები ფლანგებიდან აქტიურ იერიშებსა და გარღვევებს მიეჩვია. შვეიცარიასთან კი ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ყველამ კარგად იცის, რომ ანანიძე და ყაზაიშვილი ფლანგზე საკმაოდ სუსტები არიან. მათი ოპტიმალური პოზიცია მოედნის ცენტრში, ფორვარდის უკან არის.

ნავალოვსკისა და ჩაკვეტაძის არყოფნაში, ტაბიძე-ანანიძის დუეტი მარცხენა ფრთიდან გუნდს ვერაფერს სძენდა.

ანალოგიურად თამაშიდან ამოვარდნილი იყო ყაზაიშვილი, რომელიც ჯანოს მსგავსად მაინც ცენტრისკენ მიიწევდა და მთელი ფლანგი კაკაბაძეს ებარა.

ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგაზე კანკავა-კვეკვესკირი-გვილიას ტრიო დატესტა და ამან გაამართლა კიდეც, მაგრამ ყველაფერი ასე ერთი შეხედვით მარტივი როდია. ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა ყაზახეთის დონის ნაკრებებთან და თან იმის ფონზე, რომ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე გვყავდა, რომელიც შეტევაში მთელს გუნდს საქმეს უმარტივებდა.

აქედან გამომდინარე მოედნის ცენტრში მყოფი პრაგმატი ტრიო იმდენად თვალშისაცემი აღარ იყო, მაგრამ შვეიცარიისა და ირლანდიის დონის გუნდების წინააღმდეგ, როდესაც ასეთი დანაკლისი გაქვს ბუნებრივია ზემოხსენებული სამეული ბურთს ვერ გააკონტროლებს და შეტევაში საინტერესოს ბევრს ვერაფერს შექმნის.

უცნაურია, რომ ვაისმა ორივე შეხვედრაში ნახევარდაცვის ცენტრი სწორედ ამ სამეულს ჩააბარა და რისკზე (თუ ამას რისკს დავარქმევთ) წასვლა არც უფიქრია...

უიარაღოდ დარჩენილი კვეკვესკირი

ნიკა კვეკვესკირი ჩვენი ნაკრების ტვინია. ის სტატისტიკურად ყველაზე მეტ ზუსტ გადაცემას ასრულებს და მასავით დახვეწილი პასი ჩვენს არცერთ მოთამაშეს არ აქვს.

„ტობოლის“ ლეგიონერი ბურთს მოედნის სიღრმეში იღებს, საკუთარი საჯარიმოდან შეტევას შლის და წინ მწვავე გადაცემებს ასრულებს, მაგრამ ამ პასებს ნიკა ვერ შეასრულებს, თუ მას შეტევაში ტანმაღალი ცხრიანის გარდა არავინ დახვდება.

ის პლუსები რაც კვეკვესკირს აქვს, ამ ორ შეხვედრაში ვაისის გადაწყვეტილებებმა დაბლოკა. როგორც უკვე ვისაუბრეთ ვერ გვეხმარებოდნენ ჩაკვეტაძე, მერებაშვილი, ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და თითქმის ყველა ვისაც ფლანგზე თამაში შეუძლია.

ანანიძეს და ყაზაიშვილს სასტარტო სისწრაფე არ უვარგათ და ბუნებრივია ფლანგზე გარღვევების მსგავსად, ისინი ვერც კვეკვესკირის მწვავე გადაცემებზე ითამაშებდნენ.

შეტევაში მცირე ძალებით ყოფნამ და არასწორი მოთამაშეების გამწესებამ კვეკვესკირს თავისი მთავარი იარაღის გამოყენების საშუალება არ მისცა.

ირლანდიასთან მატჩში იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც ნიკამ გადაცემა ჩვეულ სტილში შეასრულა, რასაც რეალური საგოლე მომენტიც მოჰყვა.


 

თუმცა ეს იყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი, ერთი გამონათება, რომელმაც დაგვანახა, რომ მსგავსად თამაში ირლანდიასთან ნამდვილად შეიძლებოდა.

დაგვიანებული და არასწორად გაკეთებული ცვლილებები

შვეიცარიასთანაც და ირლანდიასთანაც ვაისმა ცვლილებების განხორციელება დააგვიანა.

თბილისში გამართული შეხვედრის მეორე ნახევარში, როდესაც 0:1-ს ვმარცხდებოდით და გოლის გასატანად უნდა შეგვეტია, სლოვაკმა სპეციალისტმა 74-ე წუთზე ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე საბა ლობჟანიძე შეუშვა.

ზუსტად 10 წუთის განმავლობაში ჩვენი ნაკრები ცრუ ცხრიანით (ყაზაიშვილი) თამაშობდა. როდესაც აგებ და შეხვედრა სრულდება, ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში ტანმაღალი ფორვარდის მოხსნა და უფერულად მოთამაშე ყაზაიშვილის ფორვარდად წაწევა რბილად, რომ ვთქვათ დიდი შეცდომაა.

84-ე წუთზე ვაისმა თამაშში ანანიძის ნაცვლად კაჭარავა ჩართო, თუმცა აქამდე მე-80 წუთზე შვეიცარიამ მეორე ბურთის გატანა მოასწრო და ამ ცვლილებამ აზრი დაკარგა.

გაუგებრად დარჩა, თუ რატომ მოიქცა ასე ნაკრების თავკაცი...

შეცვლაზე შემოსულ ლობჟანიძეს წინ ფორვარდი არ ჰყავდა, რომ მასზე ეთამაშა. როცა კაჭარავა შემოვიდა, უკვე 0:2-ს ვაგებდით და ყველაფერმა აზრი დაკარგა.

ცალკე „ფენომენი“ იყო ვაკო გვილიას გამოყენება. ყველამ დაინახა, რომ ის გამთამაშებლისა და უკან დაწეული ფორვარდის პოზიციაზე საკმაოდ გამოუსადეგარია.

გვილია არის ეგრეთწოდებული box-to-box ნახევარმცველი.

მიუხედავად სათამაშო პრაქტიკისა და დამაკმაყოფილებელი ფიზიკური კონდიციებისა, რბილად რომ ვთქვათ, გვილია კარგ სათამაშო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. ამის მიუხედავად ვაისმა ის მოედნიდან არ გაიყვანა.

შვეიცარიასთან მეორე ნახევარში მარცხენა ნახევარმცველად გადაწია, ხოლო ირლანდიაში ანალოგიურ სიტუაციაში ბოლო წუთები მარჯვენა ფლანგზე ათამაშა.

საბოლოოდ რა შედეგი და თამაშის როგორი ხარისხიც მივიღეთ ყველამ კარგად ნახა.

ჩვენმა სლოვაკმა მწვრთნელმა პირველ შეხვედრაში არ გამოიყენა კიტეიშვილი, არც ჭანტურიშვილი და არც არველაძე. ლობჟანიძე კი გვიან და არასწორ პოზიციაზე შეუშვა.

ოქრიაშვილი „ავივა სთეიდიუმზე“ 85-ე წუთზე გამოჩნდა. „ოქრიმ“ კაკაბაძე შეცვალა, რომელიც ერთადერთი იყო ვინც ფლანგიდან რაიმეს ქმნიდა...

ალბათ ცოტამ, თუ გაიგო რას ემსახურებოდა ბოლო 5 წუთში ოქრიაშვილის თამაში. თუ ფეხბურთელს 7-8 წუთით მოედანზე ყოფნა შეუძლია, რატომ ვერ შეძლებს 15-20 წუთით?

ასეთ დროს განხორციელებულ ცვლილებას დაბნეული მწვრთნელის ნაბიჯს უწოდებენ, რომელიც ხავსს ეჭიდება.

რატომ უცვლის ვაისი ფეხბურთელებს პოზიციას?

ტრავმებით გამოწვეული იძულებითი გადაადგილება და ნავალოვსკის ნაცვლად ტაბიძის დაყენება გასაგებია, თუმცა სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა შეუცვალო კარგ ფორმაში მყოფ ლობჟანიძეს და არველაძეს პოზიცია...

როდესაც მოთამაშეს პოზიციას უცვლი ლოგიკურია, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მოიკლებს. სხვა საქმეა, როცა ამას იძულებით აკეთებ და სულ სხვაა, როდესაც ამას შეგნებულად აკეთებ.

ვატო არველაძე ამპლუით ცენტრფორვარდია, თუმცა მას ცხრა ნომრის უკან, დამხმარე ფორვარდად თამაშიც შეუძლია, მაგრამ არა მარჯვენა გარემარბად.

იგივეს თქმა შეიძლება საბა ლობჟანიძეზეც, რომელიც დანიურ „რანდერსში“ ნამდვილად ბრწყინავს და მისი საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგის ფორვარდი გახლავთ.

ირლანდიაში ჩვენმა ნაკრებმა ითამაშა 3 ცენტრალური მცველით, რომელთაგან ერთს მარცხენა ფლანგი ებარა, 3 ცენტრალური ნახევარმცველით, რომელთაგან შემტევი არცერთი იყო, 2 ფორვარდით, რომლებიც ტარანის ტიპის იყვნენ და ერთ-ერთი მათგანი იძულებით ფლანგზე თამაშობდა და კიტეიშვილი, რომელიც ამპლუით გამთამაშებელია, თუმცა მარცხენა ნახევარმცველად მოგვევლინა.

ისმის კითხვა - როგორ უნდა მოუგო ვინმეს მაინც, როდესაც მსგავსი სქემით თამაშს გეგმავ?!

ყველაფერი ვაისის ბრალი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა მწვრთნელმა ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგა, ყველაფერი მისი ბრალი არ ყოფილა. დიდ დანაკლისზე უკვე ვისაუბრეთ.

ამ ორი მარცხის გამო ვაისისთვის ხაზის გადასმა დილეტანტური გადაწყვეტილება იქნება.

ასევე აღსანიშნავია შვეიცარიასთან მატჩში მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები, რომლებმაც დიდწილად ჩვენი მარცხი განაპირობა.

ირლანდიასთან კი... რომ არა გიორგი ლორიას "საოცრად" დაყენებული ცოცხალი კედელი ვინ იცის, იქნებ ქულა მაინც აგვეღო.

სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებს მისი დონის გუნდებთან მოსაგები მატჩების მოგება ასწავლა და ეს პატარა საქმე როდია.

წლების განმავლობაში ქეცბაიას, კუპერის, ტოპმიოლერისა და სხვების დროს საქართველოს ნაკრები მისი დონის, ან უფრო სუსტ მეტოქეებთან მარცხდებოდა და ამის გამოსწორებას ვერავინ ახერხებდა, თუმცა სლოვაკმა ეს შეძლო.

რაც ვაისმა გააკეთა, ამას ეწოდება ერთი ნაბიჯი წინ სწორი თამაშისკენ, თუმცა მას გაგრძელება დროულად უნდა მოჰყვეს და მხოლოდ მის შენარჩუნებაზე არ უნდა ვიფიქროთ.

ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, შეძლებს თუ არა ვაისი შეცდომებზე სწავლას...

მწვრთნელის მთავარი გამოცდა - „ჭირვეულის მორჯულება“, ანუ რესურსის სრულად გამოყენება

ყველას სურვილია, რომ გიორგი არაბიძემ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა დაალაგოს და გუნდს დაუბრუნდეს.

ეს არის აუთვისებელი რესურსი, დაუმუშავებელი ალმასი, რომლის გამოყენება საჭირო კი არა აუცილებელია.

ერთ რამეს ვიტყვი - როცა ფეხბურთელს დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, როცა მან რაღაც ისე არ გააკეთა როგორც საჭირო იყო, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ინფორმაცია გუნდიდან არ უნდა გამოდიოდეს და სოციალურ ქსელში განხილვის საგანი არ უნდა ხდებოდეს.

მთავარი მწვრთნელი და ზოგადად მთელი სამწვრთნელო შტაბი პროფესიონალებისგან იმიტომ შედგება, რომ პრობლემის გადაჭრის გზები გამონახონ და ყველაფერს მშვიდად მიხედონ.

შეცდომის დაშვების შემდეგ, შენ ფეხბურთელს გუნდიდან მოკვეთით ვერ გამოასწორებ! ეს არის ორჯერ ორი და ეს უნდა გაიგოს ყველამ.

ჩვენ არ ვართ შვეიცარია და არც სხვა ვინმე მაღალი დონის ევროპული ნაკრები, რომელსაც ღრმა შემადგენლობა ჰყავს. არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები!

კარგია, ყველას მოგვწონს და გვიხარია, რომ ჩაკვეტაძე გვყავს და ბურთის მიღების დროს მისგან სულ რაღაც განსაკუთრებულს ველით, თუმცა შეტევის განხორციელების ალტერნატიული გზაც უნდა გქონდეს და როდესაც გაქვს შანსი, რომ საპირისპირო ფლანგზე არაბიძისნაირმა ტალანტმა ითამაშოს, ამ შანსს ბოლომდე უნდა ჩაეჭიდო.

იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღესაც საქართველოს ნაკრებს თუ ასეთით არა, მსგავსი შემადგენლობით მაინც ვიხილავთ...

ასე, რომ ყველაფერი ნათელია, რაც გასაკეთებელია ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს. როგორც ლეგენდარულმა ირლანდიელმა დრამატურგმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯორჯ ბერნარდ შოუმ თქვა „ის ვისაც გადაფიქრება არ შეუძლია, ვერც ვერაფერს შეცვლის“.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ფოტო - gff

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში უმთავრესი მოვლენაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი და ათასობით ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოუთმენლად ელის. მუნდიალების ...

ფეხბურთელებს ეგრეთწოდებული „დაივების“ შესრულება ახასიათებთ ხოლმე, რაც ქომაგების მხრიდან მოწონებას ნამდვილად არ იმსახურებს. არსებობენ ამ სა...

არგენტინის ნაკრებმა მორიგი უსახური ტურნირი ჩაატარა და გუნდის შთაბეჭდილება კვლავ ვერ დატოვა. „ალბისელესტეს“ ფეხბურთის ფედერაციიდან დაწყებულ...

ბობ კრავიცი The Athletic-ის ჟურნალისტია, რომელიც სპორტს 36 წელია აშუქებს. კრავიცს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული და Sports Illustrated-ში, Indianapol...

რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერისა და გუნდში მიყვანილი ვარსკვლავების შემდეგ ზინედინ ზიდანს დიდი არჩევანი აქვს და "რეალი" მომავალ სეზონში ტაქტიკურად გაცილ...

დიეგო მარადონამ ხელის მტევნები მკერდზე ერთმანეთის პარალელურად მიიბჯინა. ერთი მათგანი მან არგენტინასთან გააიგივა და განაცხადა: „ისტორიის შეც...

ფეხბურთის ქომაგებს უამრავი ჯადოსნური გოლი უნახავთ, რომლის დავიწყებაც უბრალოდ დარმოუდგენელია. მუდამ მიდის დავა, თუ რომელი გოლია საუკეთესო, რომელი უნდა ...

ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი (თუ, საუკეთესო არა) საუკეთესო ჩემპიონატია და მას უდიდესი ისტორია აქვს. ფეხბურთის გულშემატკივარს მდიდარი ინგლისუ...

ფეხბურთი მრავალფეროვანი თამაშია. სიხარულს სინანული მოსდევს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. რომელია საუკეთესო გოლი? საუკეთესო საგოლე გადაცემა? საუკეთესო...

ვეტერანი განელი ფეხბურთელი, ჟუნიორ აგოგო, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც 2015 წელს მიღებულ ინსულტს უკ...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც "ბარსელონასა" და "ბეტისის" ჯახის წინ ერნესტო ვალვერდეს ამოცანებზე საუბრობს....

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...

ლონდონის „ჩელსისა“ და „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიკოლა ანელკა დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრი...

Calciomercato-ს ინფორმაციით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენითაა დაინტერესებული და წინადადებას ამ...

“პარი სენ-ჟერმენი” არა მხოლოდ პაულო დიბალას გადაბირებით, არამედ მირალამ პიანიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercato და...

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ „სპორტინგს“ ბრუნო ფერნანდეშის გასხვისება სურს და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „რეალ...

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ ანხელ კორეას გაყიდვის შემთხვევაში დანი ოლმოს ტრანსფერზე იმუშავებს. როგორც ცნობილია არგენტინელი შე...

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, თურქულ „ტრაბზონსპორს“ შეუერთდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრა...

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, &bdquo...

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლის“ მიერ მაურო იკარდისთვის დათქმული ვადის ამოწურვის გამო, კლუბი მის შეძენას აღარ ეცდება და ფერნა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად...

„ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს 2 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ნიკას ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავ...

Amazon Prime-მა სერხიო რამოსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. თავად ნამუშევრის გამოსვლამდე კი 20 დღეზე ოდნავ მეტი რჩება...

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხავიერ სავიოლამ, „ბარსელონაში“ რონალდინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და ბრაზილიელი ფეხბურ...

იტალიური „რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, „ჯალოროსის“ რიგებში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეკოს განცხადებით, გადამწყვე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს&l...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
21.08.2019
25 წლის რუსი მძლეოსანი მარგარიტა პლავუნოვა ტამბოვში მორშანსკის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. გვამი ქუჩაში ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატ...
22.08.2019
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარ...
21.08.2019
„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დანი ლენონმა „სელტიკის“ ახალგაზრდული გუნდის დამარცხებაში "დიდი" წვლილი შეიტანა. შოტლანდ...
21.08.2019
„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს...
21.08.2019
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ უოტსონთან სენსაციური, მაგრ...
21.08.2019
მსოფლიოში პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ახალ, 2020 წლის გამოშვებაში საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ...
21.08.2019
ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსე...
21.08.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
21.08.2019
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
22.08.2019
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...
22.08.2019
უკანასკნელი სიახლეები