ბასილაშვილი ნიჭიერ კანადელთან დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ნიჭიერ კანადელთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსზე გამოსვლა 1/8 ფინალურ ეტაპზე დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი უნიჭიერეს კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან 2 სეტში დამარცხდა.

ნიკას პირველი პარტიის მოგების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, თუმცა მე-11 გეიმში შესრულებული ბრეიკი ვერ შეინარჩუნა და შემდეგ ტაიბრეიკიც დათმო. ქართველმა შეცდომების დაშვება მეორე სეტშიც გააგრძელა, რაც თამაშის წაგებად დაუჯდა - 6:7; 4:6.

ოჟე-ალიასიმი ტურნირის შემდეგ წრეში ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება, რომელმაც ნიკ კირგიოსს 3 სეტიანი დაძაბული მატჩი მოუგო.

ბასილაშვილმა მაიამის მასტერსზე 1/8 ფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები