სილვა: მასთან ერთად ჩვენ მსოფლიოს დავიპყრობთ
Aa
Aa

სილვა: მასთან ერთად ჩვენ მსოფლიოს დავიპყრობთ

„მანჩესტერ სიტის“ ესპანელ შემტევს, დავიდ სილვას სჯერა, რომ ხოსეპ გუარდიოლასთან ერთად, მისი გუნდი უდიდეს წარმატებებს მიაღწევს. როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში კატალონიელი სპეციალისტი, „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მანუელ პელეგრინის შეცვლის.

„გუარდიოლა უდიდესი მწვრთნელია. ამას არამარტო მე, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოსვლის შემდეგ, „სიტი“ მსოფლიოს უძლიერესი კლუბი გახდება. მას უყვარს ბურთის კონტროლი, რაც ჩემს სათამაშო სტილს ზუსტად შეესაბამება. მე მზად ვარ მისი დავალებების შესასრულებლად“ - განაცხადა დავიდ სილვამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები