''ბარსელონა'' ''ლივერპულის'' მცველთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

''ბარსელონა'' ''ლივერპულის'' მცველთან მოლაპარაკებას აწარმოებს

საფეხბურთო კლუბ ''ლივერპულის'' 26 წლის მარცხენა მცველი ალბერტო მორენო მოლაპარაკებას კატალონიის ''ბარსელონასთან'' აწარმოებს. ესპანელს ინგლისურ კლუბში მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს. ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში მორენომ იურგენ კლოპის გუნდში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. ცხადია, ''სევილიას'' ყოფილ ფეხბურთელს ''ენფილდის'' დატოვება სურს.

მორენო ინგლისური კლუბში 2014 წელს გადავიდა და საწყისი ორი სეზონის განმავლობაში გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, თუმცა შემდგომ მისი სათამაშო დრო შემცირდა.

ალბერტო მორენო ''სევილიას'' აღზრდილია. ამავე კლუბთან გააფორმა პირველი პროფესიული კონტრაქტი. მორენო კარიერის ინგლისში გაგრძელებამდე 2012-14 წლებში ''სევილიას'' მოთამაშე იყო.

2013 წლიდან მოყოლებული ფეხბურთელმა ესპანეთის ეროვნულ გუნდში 4 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები