ქეცბაიამ ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

ქეცბაიამ ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი გააფორმა

კვიპროსული philenews-ის ინფორმაციით თემურ ქეცბაიამ ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი გააფორმა. კვიპროსული მედიის ცნობით ქეცბაია სამშობლოში იმყოფებოდა და საქართველო-შვეიცარიის მატჩს დაესწრო, რომელშიც თორნიკე ოქრიაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. ახალ სეზონში ოქრიაშვილი ''ანორთოსისში'' ითამაშებს და მისი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.

ქეცბაია კვიპროსულ კლუბში 90-იან წლებში ასპარეზობდა, საფეხბურთო კარიერის მიწურულიც ''ანორთოსისში'' გაატარა და შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2009-14 წლებში ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ფორმაციის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოქრიაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

ოქრიაშვილის რუსული კარიერა წარმატებული არ ყოფილა, თუმცა ''ზენიტისა'' და ''სევილიას'' წინააღმდეგ აკრობატულ ნახტომში გატანილი გოლები მისი კარიერის გამორჩეული მომენტებია. გასული წლის მიწურულს ოქრიაშვილმა ''კრასნოდართან'' კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და მას შემდეგ გუნდის გარეშე იყო.

ოქრიაშვილის ასევე უთამაშია ''გაგრაში,'' დონეცკის ''შახტარის'' სარეზერვო გუნდში, ''მარიუპოლში,'' ოდესის ''ჩერნომორეცში,'' ბელგიურ ''გენკსა'' და თურქულ ''ესქიშეჰირში.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები