ნურმაგომედოვი მაკგრეგორის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
Aa
Aa

ნურმაგომედოვი მაკგრეგორის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რამდენიმე საათის წინ კონორ მაკგრეგორმა, UFC-ის ქომაგები შოკში ჩააგდო. ირლანდიელმა მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა: მოგესალმებით, მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო. გადავწყვიტე დღეს შერეული ორთაბრძოლებიდან წავიდე". 

მსურს ჩემს კოლეგებს სამომავლო შეჯიბრებებში წარმატება ვუსურვო. ახლა ყოფილ პარტნიორებს შევუერთდები, რომლებმაც კარიერა დაასრულეს“.

მაკგრეგორის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონორის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც საკმაოდ ბევრს საუბრობენ. ნაწილის აზრით ირლანდიელი კარიერას WWE-ში გააგრძელებს, დანარჩენები კი მიიჩნევენ, რომ ამ ქმედების მიზანი UFC-სგან უკეთესი შეთავაზების მიღებაა.

მაკგრეგორის განცხადებას მისი მოსისხლე მტერი, ხაბიბ ნურმაგომედოვიც, გამოეხმაურა. დაღესტნელმა მებრძოლმა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად „ტვიტერი“ გამოიყენა და მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლა.

„ჯუნგლებს მხოლოდ ერთი მეფე შეიძლება ჰყავდეს“.

 

ცხელი ამბები